ახალი ამბები
ლადო ხინჩეგაშვილმა იაკუტსკში მასტერ-კლასი ჩაატარა
ოლიმპიურმა ჩემპიონმა ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა იაკუტსკში მასტერ-კლასი გამართა.

ამის შესახებ ინფორმაციას ჭიდაობის ფედერაცია ავრცელებს. ფედერაციის პრეს-სამსახურის ცნობით, ხინჩეგაშვილთან შეხვედრები 29 სექტემბერს ჩაატარა.

იაკუტსკი, რომელიც რუსეთის ფედერაციის იაკუტიის ოლქში მდებარეობს, ოლიმპიური რეზერვების ცენტრს წარმოადგენს.

მასთან ერთად, მასტერ-კლასი თურქმა ტახა აკგულმა ჩაატარა.

დღეს და ხვალ კი, 30 სექტემბერსა და 1 ოქტომბერს, საბჭოთა კავშირის დამსახურებული მწვრთნელის, იაკუტიის საჭიდაო სკოლის დაამარსებლის დმიტრი კორკისნის Х საიუბილეო ტურნირი გაიმართება, სადაც  ოლიმპიური ჩემპიონი საპატიო სტუმრის სტატუსით არის მიწვეული.

Print

სტატიის გამოყენების პირობები