ახალი ამბები
გორის გამგებელმა დავით ონიაშვილმა პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა
გორის მუნიციპალიტეტის გამგებელმა და, ამავე დროს, მერის კანდიდატმა ,,შენების მოძრაობიდან" დავით ონიაშვილმა პირველი მოადგილე თანამდებობიდან გაათავისუფლა.

ამის შესახებ გელა კაპანაძეს სიტყვიერად უკვე აცნობეს, თუმცა, ბრძანება ჯერ არ ჩაბარებია.

კაპანაძე ამბობს, რომ განცხადებას დოკუმენტის გაცნობის შემდეგ გააკეთებს. 

მის მიმართ გამგეობის იურიდიული სამსახურს, პარტიულ საქმიანობაში მონაწილეობის გამო, ადმინისტრაციული წარმოება ჰქონდა დაწყებული. სავარაუდოდ, აღნიშნული სამსახურის დასკვნის საფუძველზე გათავისუფლდა პირველი მოადგილე.

გელა კაპანაძე ,,ქართული ოცნების" წევრია, ხოლო გამგებელი ,,შენების მოძრაობის" წარმომადგენელი. 

ანალოგიურ საქმეზე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის საჩივარს, საარჩევნო საქმიანობაში გელა კაპანაძის სავარაუდო მონაწილეობის თაობაზე (სამუშაო საათებში), ცესკო სწავლობს. საიას განცხადება 28 სექტემბერს დარეგისტრირდა საოლქო საარჩევნო კომისიაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები