ახალი ამბები
,,ჩემი გორის" ჯგუფის წევრების აქტიურობით საქველმოქმედო აქცია გაიმართა
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვახვრელში, სოციალურად დაუცველს, ნანა სადაღაშვილს საქველმოქმედო ორგანიზაციის წევრები ესტუმრნენ.

ნინო გიგაურის თქმით, მოქალაქეთა მიერ შეგროვებული პროდუქტებით და ნივთებით, მძიმე ავადმყოფს დაეხმარნენ. აქცია ფეისბუქის ჯგუფის ,,ჩემი გორის" წევრების მონაწილეობით და ხელშეწყობით გაიმართა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები