ახალი ამბები
ხიდისთავის სკოლაში ბავშვებს ყურძენი დაახვედრეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხიდისთავის საჯარო სკოლის მოსწავლეებს დღეს ყურძენი დაახვედრეს.

ადმინისტრაციის ცნობით, მიმდინარე წელს, სასწავლო დაწესებულების ეზოს ხეივანზე კარგი მოსავალი მოვიდა.

სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა გადაწყვიტეს, რომ დილით ბავშვებისთვის სიურპრიზი მოეწყოთ და, რთველის შემდეგ, მოსწავლეებს ყურძნით გამასპინძლებოდნენ.

,,მოგეხსენებათ, ჩვენი სკოლის ეზოში ხეივანი გვაქვს, ყურძენს ჩვენივე თანამშრომლები უვლიან და მოსავალიც ბავშვებს დავახვედრეთ" - გვითხრა სკოლის დირექტორმა მიმოზა ღოლიჯაშვილმა.

სოფელი ხიდისთავი გორსა და ატენს შორის მდებარეობს. აქ გაშენებული ვენახი ცნობილია მთელ საქართველოში. გასაკუთრებით ხისთაური თავკვერით.
Print

სტატიის გამოყენების პირობები