გორის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, ჰააგის სისხლის სამართლის
საერთაშორისო სასამართლოს მოსამართლეები და პროკურორები შეხვედრას
მართავენ.
ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს დემოკრატიული
ჩართულობის ცენტრიდან აცნობეს. ცენტრის წარმომადგენლის თქმით,
შეხვედრას ისინი 2008 წლის ომის დროს დაზარალებულ მოსახლეობასთან
მართავენ.
,,შეხვედრის მიზანია მოსახლოების ინფორმირება სისხლის სამართლის
საქმის საგამოძიებო მოქმედებებთან დაკავშირებით და
დაზარალებულებისაგან ინფორმაციის მოსმენა." - აღნიშნავენ ჩართლობის
ცენტრში.
პარალელურად, თბილისში, საერთაშორისო სასამართლოს წარმომადგენლებმა
ანალოგიური შინაარსის შეხვედრაზე, მედიის წარმომადგენლები
მიიწვიეს.
სტატიის გამოყენების პირობები