ახალი ამბები
კონსტანტინე თავრაზაშვილი კომბინატის მოსახლეობას შეხვდა
"ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს" მერობის კანდიდატი გორში, კონსტანტინე თავრაზაშვილი, კომბინატის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა შეხვედრის მონაწილეებთან საარჩევნო პროგრამასა და სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა და ის პრობლემები განიხილა, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებს კომბინატის მცხოვრებლებს.

"ჩვენი მუშაობა ყოველთვის იქნება გამჭვირვალე და მინდა მაქსიმალურად გააქტიურდეთ. თქვენ, ჩვენთან ერთად უნდა მართოთ გორი. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ გორის განვითარებისთვის მუშაობას. უმჯობესდება სპორტული ინფრასტრუქტურა. თქვენ იცით, რომ მოეწყო 10 სპორტული მოედანი, რომელიც სპორტის ხელშეწყობის თვალსაზრისით მხოლოდ დასაწყისია და ეს პროცესი გაგრძელდება. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ძალიან მალე გორს ჰქონდეს საცურაო აუზი. ამაზე უკვე მიდის მუშაობა და საცურაო აუზი, სავარაუდოდ, კომბინატის ტერიტორიაზე აშენდება. ამ ყველაფერში თქვენი გვერდში დგომა გვჭირდება“, - მიმართა კონსტანტინე თავზარაშვილმა ამომრჩეველს.

Print

სტატიის გამოყენების პირობები