ახალი ამბები
გიორგი გურასპაშვილმა ცხრამუხაში ამომრჩეველს მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ხაშურის მერობის კანდიდატმა, გიორგი გურასპაშვილმა, ცხრამუხის ადმინისტრაციულ ერთეულში მოსახლეობას მაჟორიტარობის კანდიდატი ლაშა ლურსმანაშვილი წარუდგინა.

ცხრამუხის, რბონის, თაგვეთის ამომრჩეველთან შეხვედრაზე კანდიდატებმა სოფლებში განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე ისაუბრეს.

გიორგი გურასპაშვილის განცხადებით, ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პროექტი, რომელიც მისი გამგებლობის პერიოდში განხორციელდა, ცხრამუხის სააღმზრდელო დაწესებულების რეაბილიტაცია იყო.

“სკოლამდელი აღზრდის ასაკის ბავშვების სწავლა-განათლებისთვის ყველანაირი პირობა უნდა არსებობდეს. მიუხედავად შესრულებული პროექტებისა, პრობლემები მაინც არსებობს, რომლებიც, სამომავლოდ, ეტაპობრივად გადაიჭრება. სოფლებში დაგეგმილია ისეთი მასშტაბური პროექტების განხორციელება, როგორიცაა წყლის სისტემის რეაბილიტაცია და შიდა გზების მოწესრიგება“, - განაცხადა მერობის კანდიდატმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე.

Print

სტატიის გამოყენების პირობები