ახალი ამბები
გორის ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები კოტე თავზარაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ
საქართველოს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონიები, ვეტერანი და მოქმედი სპორტსმენები კოტე თავზარაშვილის მხარდასაჭერად გაერთიანდნენ.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,ქართული ოცნების" საარჩევნო შტაბიდან აცნობეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, ,,ქართული ოცნების" მიერ წარდგენილ გორის მერის კანდიდატს ისინი მხარდამჭერთა კლუბში შეხვდნენ.

კოტე თავზარაშვილმა მათ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ მისი არჩევის შემთხვევაში, სპორტული სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარება და ხელშეწყობა გაგრძელდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები