ახალი ამბები
გორის ,,შენების მოძრაობის" ლიდერი ბადრი ნანეტაშვილი ხალხში გავიდა
,,შენების მოძრაობის" გორის ორგანიზაციის სიის პირველმა ნომერმა ბადრი ნანეტაშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრები დაიწყო.

ამის შესახებ ინფორმაციას ,,ექსკლუზიურად" მისი ტელეკომპანია ,,თრიალეთი" ავრცელებს.

მასთან ერთად, სოფელ მერეთში მერის კანდიდატი დავით ონიაშვილი და სხვა პირები იმყოფებოდნენ. ბადრი ნანეტაშვილი ამბობს, რომ გამგებელი დავით ონიაშვილი სულ მუშაობდა, ხოლო გორის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი - არა.

გორის მერის კანდიდატმა დავით ონიაშვილმა მერეთელებს საარჩევნო პროგრამა გააცნო. თავის მხრივ, მოსახლეობამ სოფელში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და „შენების მოძრაობის“ გორის ორგანიზაციის ლიდერებთან ერთად ამ პრობლემების მოგვარების სავარაუდო გზებზე იმსჯელა.

„სოფელს განვითარება სჭირდება. ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა ამავდროულად კიდევ დარჩა ბევრი პრობლემა,რომელიც მოსაგვარებელია. მომავალი 4 წლის განმავლობაში სწორედ ამ პრობლემების მოგვარებაზე ვიზრუნებთ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული გეგმები, რომელიც ახალგაზრდების სოფლიდან აქტიურ გადინებას შეუშლის ხელს. დაგეგმილი გვაქვს სპორტული მოედნების მოწყობა და სხვადასხვა წრეების გახსნა, რომელშიც ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი მისწრაფებების მაქსიმალურ რეალიზებას“ - ამბობს ონიაშვილი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები