ახალი ამბები
გორში წერეთლის ქუჩაზე პარტია ,,ქართული ოცნება" მერის კანდიდატებს წარადგენს
შიდა ქართლის საპატრულო პოლიციამ წერეთლის ქუჩა დილიდანვე გადაკეტა.

ამის მიზეზი ,,ქართული ოცნების" კანდიდატების წარდგენისთვის საჭირო სცენის მოწყობის სამუშაოები გახდა.

დღეს საღამოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი გორის, ქარელის, ხაშურისა და კასპის მერების კანდიდატებს წარადგენს.

გორში კენჭს საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე კოტე თავზარაშვილი, ქარელში მოქმედი გამგებელი ზაზა გულიაშვილი, ხაშურში ასევე მოქმედი გამგებელი გიორგი გურასპაშვილი, ხოლო კასპში  საკრებულოს მოქმედი თავმჯდომარე მანუჩარ მერებაშვილი იყრიან.

შეხვედრა საღამოს 19 საათზეა დაგეგმილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები