ახალი ამბები
ხაშურის მერის დამოუკიდებელი კანდიდატი შეხვედრის ჩაშლის მცდელობაზე საუბრობს
ხაშურის მერის დამოუკიდებელი კანდიდატი ილია კაპანაძე შეხვედრის ჩაშლის მცდელობაზე საუბრობს.

ამის შესახებ საინიციატივო ჯგუფის წევრმა ვენერა დავითაძემ საოლქო საარჩევნო კომისიას უკვე მიმართა.

განცხადების მიხედვით, ცხინვალის ქუჩაზე, ილია კაპანაძე საარჩევნო შეხვედრას მართავდა, სადაც მე-13 საარჩევნო უბნის კომისიის წევრი რამაზ ლომიძე მივიდა და მოქმედი გამგებლის, მერის კანდიდატის გიორგი გურასპაშვილის აგიტაცია დაიწყო.

,,ამ დროს, თავისი მანქანით, რამაზ ლომიძე მოვიდა და შეხვედრის ჩაშლა სცადა. მოგვაყენა შეურაცხყოფა; რომ ჩვენ ვიყავით მატყუარები და ტყუილად დავდივართ. აცხადებდა, რომ გურასპაშვილი უკვე გამარჯვებულია" - აცხადებს ვენერა დავითაძე.

საოლქო კომისია აღნიშნულ ინციდენტს უახლოეს დღეებში განიხილავს, სადაც ასევე მობილურით გადაღებული კადრების დათვალიერება მოხდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები