ახალი ამბები
ზაზა გულიაშვილი გვერძინეთის, ელბაქიანთკარის, სუქანაანთუბნისა და ყინწვისის ამომრჩეველს შეხვდა
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მერობის კანდიდატი, ზაზა გულიაშვილი გვერძინეთის, ელბაქიანთკარის, სუქანაანთუბნისა და ყინწვისის სოფლების მოსახლეობას შეხვდა. მერობის კანდიდატმა, საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატ იური ქობესაშვილთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

გულიაშვილმა ზღუდრის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებზე ისაუბრა, რომელთაგან უმრავლესობას მთის სტატუსის აქვა მინიჭებული და რიგი შეღავათებით სარგებლობენ.

„ჩვენი ოთხწლიანი მუშაობის შედეგად ამ სოფლებში სხვადასხვა პროექტები განხორციელდა - ყინწვისი-გვერძინეთისა და გვერძინეთი-ქოზიფის გზის რეაბილიტაცია, ძამის კალაპოტის ნაპირსამაგრი სამუშაოები, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების მოწყობა-რეაბილიტაცია, ხიდების მოწყობა-რეაბილიტაცია, სანიაღვრე არხის, მინი ჰესისა და წყლის წისქვილის მოწყობა, ზღუდერში მრავალბინიანი კორპუსის სახურავის მოწყობა, სარიტუალო დარბაზების რეაბილიტაცია და ინვენტარიზაცია”, - აღნიშნა მერობის კანდიდატმა.

მისივე თქმით, 2018 წლიდან დაიწყება ყინწვისი-გვერძინეთი-ტყემლოვანა ბორჯომის მუნიციპალიტეტის საზღვარის გზის 15 კმ-იანი მონაკვეთის კეთილმოწყობა, რაც ხელს შეუწყობს ტურისტული ბიზნესის განვითარებას.

Print

სტატიის გამოყენების პირობები