ახალი ამბები
ზაზა გულიაშვილი: ,,ბრეძის თემში 7-ვე სოფელი გაზიფიცირდა" (R)
პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ ქარელის მერობის კანდიდატი ზაზა გულიაშვილი ბრეძის ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობას შეხვდა.

მერობის კანდიდატმა საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატ ჯუმბერ შუბითიძესთან ერთად, ამომრჩეველს საარჩევნო პროგრამა და ქარელის მუნიციპალიტეტის განვითარების ოთხწლიანი გეგმა გააცნო.

„ჩვენი მთავრობისთვის ყველა სოფელი მნიშვნელოვანია, მაგრამ განსაკუთრებულ ყურადღებას იმ სოფლების მოსახლეობა მოითხოვს, რომლებიც გამყოფი ზოლის მიმდებარედ მდებარეობს. 2013-2017 წლების განმავლობაში, ბრეძის ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებში ჯამში 62 პროექტი განხორციელდა, რომელთა საერთო ღირებულებაა 3 509 352 ლარი“, - განაცხადა ზაზა გულიაშვილმა შეხვედრაზე.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ გასული წლების განმავლობაში, ბრეძის ადმინისტრაციული ერთეულის შვიდივე სოფლის გაზიფიცირება მოხდა; აშენდა და მოეწყო სოფლის ოთხი ამბულატორია; სრულად ფინანსდება აღნიშნული სოფლების სტუდენტთა სწავლა; თითოეულ მოსახლეს ჩაერიცხა ბუნებრივი აირის ვაუჩერი; მოეწყო სასმელი წყლის ჭაბურღილი და სისტემა, გარე განათება, ადმინისტრაციული შენობისა და სტიქიისგან დაზარალეული კორპუსის სახურავების აღდგენა.

ბრეძის მოსახლეობამ მათთვის მნიშვნელოვან საკითხად სპორტული მოედნის მოწყობა დაასახელა, რომლის მშენებლობა მერობის კანდიდატის განცხადებით, 2018 წელში იგეგმება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები