ახალი ამბები
კოტე თავზარაშვილი კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა (R)
„ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ გორის მერობის კანდიდატი კონსტანტინე თავზარაშვილი განათლებისა და კულტურის სფეროს წარმომადგენლებს შეხვდა და საარჩევნო პროგრამა გააცნო.

შეხვედრას, ასევე, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი ალექსანდრე ჯეჯელავა ესწრებოდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებთან საგანმანათლებლო სისტემაში განხორციელებულ პროექტებზე ისაუბრა და მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმა განიხილა.

ალექსანდრე ჯეჯელავას განცხადებით, თვითმმართველობის გაძლიერება ქვეყნის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

მისივე თქმით, მომავალი თაობის განათლებისთვის უკეთესი პირობების შექმნის მიზნით, საჯარო სკოლების და ადგილობრივი ხელისუფლების თანამშრომლობისა და კოორდინაციის გაუმჯობესება იგეგმება.



Print

სტატიის გამოყენების პირობები