ახალი ამბები
ფხვენისელებისა და შინდისელების შეჯიბრში გოლები პირველ ხუთ წუთში გავიდა
შინდისის მინი სტადიონზე საფეხბურთო მატჩი მოეწყო, სადაც ერთმანეთს მეზობელი სოფლების გუნდები დაუპირისპირდნენ. ფხვენისელი და შინდისელი ახალგაზრდები ფეხბურთის თამაშით 5-დან 19 ოქტომბრამდე მიმდინარე კვირეულს შეუერთდნენ, რომელიც Fare Network-ის მხარდაჭერით მსოფლიოს 50-მდე ქვეყანაში ყოველწლიურად იმართება.

წლევანდელი კვირეულის ლოზუნგია ,,არა დისკრიმინაციას, დიახ თანასწორობას!" საქართველოდან ამ ღონისძიებას ორგანიზაცია ,,ქართლოსი“ შეუერთდა, რომელმაც საფეხბურთო მატჩი გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში მოაწყო.

ადგილობრივი ახალგაზრდები ამბობენ, რომ მსგავსი ტიპის აქტივოებებით განებივრებულები არ არიან და ამ მატჩმა ომგამოვლილ სოფელს ერთი დღე გაუხალისა.

Fare Network-ის საფეხბურთო კვირეულს ყოველწლიურად 100 000 მდე ადამიანი 2000 მდე აქტივობით უერთდება.

Print

სტატიის გამოყენების პირობები