ახალი ამბები
10-სულიანი ოჯახის დასახმარებლად გორში საქველმოქმედო აქცია გაიმართა
გორში, ელექტოფიკაციის დასახლებაში საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლები ათსულიან ოჯახს ესტუმრნენ და სოციალური ქსელის მეშვეობით შეგროვებული პროდუქტები და ფულადი დახმარება მიუტანეს.

ელისო გრიგორიანი მეუღლესთან, 7 შვილთან და დედამთილთან ერთად ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. უფროსი ვაჟი 19 წლისაა, ყველაზე პატარები ორი წლის ასაკის ტყუპები არიან, ისინიც ვაჟები.

მამა სატვირთო ურიკით ბაზარში მუშაობს. სოციალურ დახმარებას 500 ლარის ოდენობით იღებენ, თუმცა მრავალსულიანი ოჯახისთვის საკმარისი არ არის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები