ახალი ამბები
15:00 სთ-ის მონაცემებით, კასპში ამომრჩეველთა აქტივობა 27,26%-ია
კასპის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე ამომრჩეველთა აქტივობა, 15 საათის მონაცემებით, 27,26%-ია. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს საოლქო კომისიიდან აცნობეს.

უბნებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, კომისიაში აცხადებენ, რომ კასპის მერისა და საკრებულოს არჩევნებისთვის მონაწილეობა უკვე 10 837 ამომრჩეველმა მიიღო.

ჯამში, მუნიციპალიტეტში 39 752 ამომრჩეველია.

რაც შეეხება დილის სტატისტიკას, მონაცემები ასეთია: 10 სთ-ზე - მისული იყო 2 203 (5,5%) ამომრჩეველი, ხოლო 12 სთ-ზე 5 721 (14.42%) მოქალაქე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები