ახალი ამბები
ბერშუეთში გადასატანი ყუთის ამომრჩევლები დამკვირვებლებს შინ ჯანმრთელები დახვდნენ
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში: რამდენიმე უბანზე გადასატანი ყუთის წაღებისას დარღვევები დაფიქსირდა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს პარტიის ადგილობრივმა ლიდერმა ბადრი ბასიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, გადასატანი ყუთი საარჩევნოდ ყალიბდება და აღნიშნული უბნების შედეგები გასაუქმებელი იქნება.

პარტიის ერთ-ერთი კანდიდატის, ირმა ამბარდიშვილის განცხადებით, სოფელ ბერშუეთში გადასატანი ყუთისთვის რეგისტრირებული ამომრჩევლები განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირთა რიცხვს არ მიეკუთვნებიან:

,,ჩვენ გავარკვიეთ, ვინ იყვნენ ის ამომრჩევლები, ვისაც გადასატანი ყუთები ესაჭიროებოდა. ორ მისამართზე მეზობლებმა თქვეს, რომ მითითებული პიროვნებები აბსოლუტურად ჯანმრთელნი არიან და, ამჟამად, სახლში არ იმყოფებოდნენ, მესამე ამომრჩეველს პირადად ვესაუბრეთ და თქვა, რომ იეჰოვას მოწმეა და საერთოდ არ იღებს არჩევნებში მონაწილეობას. მისთვისაც გაუგებარია, ვინ შეიყვანა იმ ამომრჩეველთა სიაში, ვისაც გადასატანი ყუთი ესაჭიროებოდა“- განმარტავს შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ირმა ამბარდაშვილი.

საოლქო კომისიაში აცხადებენ, რომ პროცედურული დარღვევების შესახებ, დამკვირვებლებს და სუბიექტებს შეუძლიათ საჩივრის დაწერა, რომლის განხილვაც კანონის სრული დაცვით მოხდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები