ახალი ამბები
გორის ,,პატრიოტთა ალიანსი" ორთაშენის უბანზე არჩევნების გაუქმებას ითხოვს
,,პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენელი თამარ კოდოშვილი სოფელ ორთაშენის უბანზე არჩევების გაუქმებას ითხოვს. ამის შესახებ პარტიის გორის ორგანიზაციის ლიდერმა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში განაცხადა.

მისი თქმით, უბნის რეგისტრატორი ამომრჩევლებს ბიულეტენებს რეგისტრაციის გარეშე აძლევდა, რის გამო, კომისიის წევრობიდან მოიხსნა კიდეც.

,,მე რა თქმა უნდა ამ უბნის არჩევნების გაუქმებას მოვითხოვ. მართალია, რეგისტრატორი მოიხსნა, მაგრამ წარმოიდგინეთ, მანამდე რას გააკეთებდა. უბნის ბათილობაზე საჩივარი შეგვაქვს" - აცხადებს თამარ კოდოშვილი.

სოფელი ორთაშენში გორის 32-ე ოლქის 90-ე უბანია. აღნიშნულ უბანზე საჩივარი რამდენიმე დამკვირვებელმა დაწერა. კომისიის თავმჯდომარე 20 წუთის დაგვიანებით მივიდა უბანზე.
Print

სტატიის გამოყენების პირობები