ახალი ამბები
ქვემო ხვითში ხანძრის გამო ტრანსფორმატორი დროებით გათიშეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვემო ხვითის საარჩევნო უბანზე დენი რამდენიმე საათით გათიშული იყო. ამის მიზეზი სოფელ ნიქოზთან გაჩენილი ხანძარი გახდა, რომლის გამოც, ენერგო-პრო ჯორჯიას წარმომადგენლებმა ტრანსფორმატორი გამორთეს.

საოლქო კომისიის ცნობით, ამ წუთებში, ხვითის საარჩევნო უბანს დენი აღუდგა. კომისიის წარმომადგენლის ცნობით, საარჩევნო უბანზე ხმის დათვლის პროცედურები არ შეფერხებულა.

ენერგო-პრო ჯორჯიას ცნობით, ,,დაზიანების თავიდან აცილების მიზნით, ტრანსფორმატორი გათიშეს. ეს, უშუალოდ, სახანძრო ჯგუფის რეკომენდაცია იყო." - გვითხრეს ენერგო-პრო ჯორჯიას სათაო ოფისში.

საოლქო კომისიის ცნობით, დენი დროებით ნიქოზის ერთ-ერთ საარჩევნო უბანზეც გაითიშა:

,,დენის მიწოდების პრობლემა ხმის დათვლის პროცედურამდე შეიქმნა. საუბნო კომისია მომარაგებული იყო შესაბამისი ხელსაწყოებით, რათა ასეთი გაუთვალისწინებელი შემთხვევების დროს, მზად ყოფნაში ყოფილიყვნენ. ამ წუთებში დენი აღდგა და ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს ხმის დათვლის პროცესი" - აღნიშნავს საოლქო კომისიის თავმჯდომარე მალხაზ მირუაშვილი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები