ახალი ამბები
სოფელ გომში ხმების უმრავლესობა მეგობრებმა გაიყვეს
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომში არჩევნების შედეგების გამოცხადებას თითქმის მთელი სოფელი ელოდებოდა.

ადგილზე შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრის ჟურნალისტი იმყოფება. მისი თქმით, ხმები ძირითადად ორ კანდიდატს, მეგობრების: ალექსანდრე ბიძინაშვილისა და მიხეილ მარიდაშვილს შორის განაწილდა.

უფრო მეტიც, ერთ-ერთი კანდიდატი მეორე კანდიდატის ძმის კლასელია.

საბოლოო შედეგი ასეთი დადგა:

ალექსანდრე ბიძინაშვილი ,,ქართული ოცნება" - 356

მიხეილ მარიდაშვილი ,,პატრიოტთა ალიანსი" - 246

მიხეილ მარიდაშვილმა გამარჯვება ალექსანდრე ბიძინაშვილს მიულოცა და უბნის ტერიტორია დატოვა.

უბანზე 1045 ამომრჩეველია რეგისტრირებული. გამოცხადდა 665 ამომრჩეველი.

წინასწარი მონაცემებით, ბიძინაშვილი საკრებულოში მესამედ შევა.

ის 2010 წელს კენჭს ,,ნაციონალური მოძრაობის" სახელით, 2014 წელს - დამოუკიდებელი კანდიდატად, ხოლო 2017 წელს ,,ქართული ოცნების" სახელით იმარჯვებს.

ფოტოზე: ალექსანდრე ბიძინაშვილისა და მიხეილ მარიდაშვილის ხმები.
Print

სტატიის გამოყენების პირობები