ახალი ამბები
,,ვერც ერთს ვერ ვაწყენინებ" - მოქალაქეთა წარწერები ბიულეტენებზე გორის უბნებში
გორის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზე ბიულეტენების საკმადო რაოდენობა გაბათილდა. მაგალითად, მერეთის უბანზე, მერის არჩევნებზე, შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, 77 ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო პროპორციული სიით - 65 ბიულეტენი.

ამის თაობაზე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აღნიშნული უბნის შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვს. საიას იურისტის, ნონა ასკილაშვილის განმარტებით, ასეთი დიდი ოდენობით ბიულეტენების გაბათილება გარკვეულ ეჭვს აჩენს. მერეთის უბანზე მაჟორიტარად დამოუკიდებელი კანდიდატი გავიდა.

საია მსგავს შემთხვევას ტინისხიდის უბანზეც წააწყდა. შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, აღნიშნულ უბანზე მერის არჩევნებზე 51 ბიულეტენი გაუქმდა, ხოლო პროპორციულ არჩევნებზე - 32 ბიულეტენი.

მმართველი გუნდიდან კომისიის წევრები კი, იმ ბიულეტენებს აქვეყნებენ, რომლის გამოც, ბიულეტენთა გარკვეული რაოდენობა გაბათილდა. მათი აზრით, მოქალაქეთა გარკვეული ნაწილი შემოხაზვის შემდეგ, წარწერებს აკეთებდა.

განსაკუთრებით, აგრესიულობით გორის უბნების ამომრჩევლები გამოირჩეოდნენ. მათი წარწერების შინაარსი ასეთია: ,,ყველას დაგხვრეტავდით!.... ყველას ჩამოგახრჩობდით...!". შედარებით, ლოიალური აღმოჩნდა კასპის მე-13 უბნის ამომრჩეველი. მან ყველა გადასახა და ბოლოს ,,თვალის ჩაკვრის სმაილი" მიახატა.









Print

სტატიის გამოყენების პირობები