ახალი ამბები
ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატი სოფელს საკუთარი პლაკატებისგან ასუფთავებს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შინდისში სოფლის ყოფილი მაჟორიტარი კანდიდატი ღობეებს საკუთარი პლაკატებისგან თავად ასუფთავებს. ფოტოებს სოციალურ ქსელში ბექა ქორჩილავამ გაავრცელა.

თემში მარცხის მიუხედავად, იგი საკრებულოს წევრი ხდება. ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს პროპორციულ სიაში მეორე ადგილი უკავია. გორის საკრებულოში კი, ,,ენმ"-დან სამი წევრი შედის.

საკუთარ სოფელში ბექა ქორჩილავამ ,,ქართული ოცნების" წარმომადგენელი ზურაბ ყაჯრიშვილი დაამარცხა, თუმცა ,,შენების მოძრაობის" კანდიდატთან დამარცხდა:

შინდისის შედეგები:

მირიან მაზმიშვილი ,,შენების მოძრაობა" - 198 (37.01%)
ბექა ქორჩილავა (ნაც. მოძრაობა) - 173 (32.34%)
ზურაბ ყაჯრიშვილი (,,ქართული ოცნება") - 104 (19.44%)
თამაზ ხუციშვილი (ევროპული საქართველო) - 60 (11.21%)

შინდისი სოფელ ფხვენის თემში შედის, სადაც ასევე კიდევ ორი სოფელი - ყელქცეული და ქვემო ხვითია გაერთიანებული. ოთხივე სოფლის ხმების დათვლის შემდეგ, გამარჯვება მოქმედმა დეპუტატმა, მმართველი პარტიის გუნდის წევრმა ზურაბ ყაჯრიშვილმა მოიპოვა.

ოთხი სოფლის შედეგები:

ზურაბ ყაჯრიშვილი - 972 (48.45%)
მირიან მაზმიშვილი - 436 (21.73%)
ბექა ქორჩილავა - 369 (18.39%)
თამაზ ხუციშვილი - 229 (11.42%)

ამათგან, ყაჯრიშვილი ფხვენისელია, ხოლო დანარჩენი სამი - შინდისელი.






ბოლო ფოტოზე: გამარჯვებული კანდიდატი ზურაბ ყაჯრიშვილი შინდისელებთან - თემში განხორციელებული პროექტების პრეზენტაციაზე
Print

სტატიის გამოყენების პირობები