ახალი ამბები
დამკვირვებელი ქარელის 29-ე უბნის კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის დასჯას ითხოვს
ქალაქ ქარელის 29-ე საარჩევნო უბანზე დამკვირვებლები შედეგების ხელახლა გადათვლას ითხოვენ. ამის შესახებ საოლქო კომისიაში საჩივარი გუშინ შევიდა.

საოლქო კომისიის მიერ გამოქვეყნებული საჩივრის მიხედვით, ბათილი ბიულეტენების რაოდენობა გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ქალაქის აღნიშნულ უბანზე ბათილი ბიულეტენების რაოდენობა 64-ს მიაღწია.

დამკვირვებელი ლელა ლობჟანიძე ითხოვს, რომ უბნის შედეგები გადაითვალოს, ხოლო კომისიის თავმჯდომარესა და მდივანს დისციპლინარული პასუხისმგებლობა დაეკისროს.

ბათილი ბიულეტენების რაოდენობა გორის მუნიციპალიტეტის საარჩევნო უბნებზეც ბევრია. მაგალითად, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ორგანიზაციის ცნობით, მერეთის უბანზე 77 ბიულეტენი იქნა ბათილი, ესეც მერის არჩევნებზე. ბათილი ბიულეტენების რაოდენობა ბევრი აღმოჩნდა ტინისხიდში - 65 ცალი.

საოლქო კომისიებს აღნიშნულთან დაკავშირებით საჩივრებზე ჯერ არ უმსჯელიათ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები