ახალი ამბები
საოლქო კომისიამ სამთავისის საარჩევნო უბნის გამარჯვებულად მმართველი გუნდის კანდიდატი გამოაცხადა
კასპის 30-ე საოლქო კომისიამ არ დაკმაყოფილა სამთავისის მაჟორიტარულ არჩევნებთან დაკავშირებით, პოლიტიკური სუბიექტებისა და არასამთავრობოების მიერ შეტანილი საჩივრები.

ამის შესახებ განკარგულება კომისიის თავმჯდომარემ დღეს გამოსცა.

განკარგულების მიხედვით, ხელახლა გადათვლის შესახებ საჩივარი იმ დროს უნდა დარეგისტირებულიყო, ვიდრე შემაჯამებელი ოქმი შედგებოდა.

შემაჯამებელი ოქმის მიხედვით, მჟორიტარულ არჩევნებზე გამარჯვებულია ვლადიმერ უზნაძე ,,ქართული ოცნებიდან". მას ერთი ხმით შეეება მალხაზ ჯაბანაშვილი (დ.ლორთქიფანიძე, კახა კუკავა - დემოკრატიული საქართველოსთვის"), ჩამორჩება.

ამჟამინდელი შედეგი ასეთია:

ვლადიმერ უზნაძე - 160 ხმა
მალხაზ ჯაბანაშვილი - 159 ხმა

არასამთავრობო ორგანიაცია ,,სამართლიანი არჩევნები" საოლქო კომისიისგან ხმების ხელახლა გადათვლას ითხოვდა. ამის მიზეზი ის ვითარება გახდა, რაც შუაღამეს უბანზე ხმის დათვლის დროს განვითარდა.

თავდაპირველად, შედეგი მალხაზ ჯაბანაშვილის სასარგებლოდ 162 ხმით აჩვენა ხოლო მმართველი გუნდის კანდიდატს 159 ბიულეტენი ერგო. საუბნო კომისიამ გადაწყვიტა, რომ ბიულეტენები ხელახლა გადაეთვალა, რადგან ეჭვი გაუჩნდათ, რომ რომელიღაც ბიულეტენი გასაუქმებელი იყო.

სადაო გახდა 3 ბიულეტენი, საიდანაც ორი ბათილად იქნა ცნობილი, ხოლო ერთი ბიულეტენი უზნაძის სასარგებლოდ ჩათვალეს.

მალხაზ ჯაბანაშვილი ამბობს, რომ საუბნო კომისიის წევრებმა არაკომპეტენტურობა გამოაჩინეს. ის პროპორციული არჩევნების შემაჯამებელ ოქმზეც მიუთითებს, სადაც მის პარტიას სოფლიდან ნული ხმა აქვს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები