ახალი ამბები
შიდა ქართლის პოლიციას ძრავის ზეთებთან დაკავშირებით ,,TEDEX GEORGIA” უჩივის
შიდა ქართლის სამხარეო პოლიციას სატენდერო პროცედურების წესის დარღვევაში ადანაშაულებენ. ამის შესახებ შესყიდვების სააგენტოს საჩივრით კომპანია ,,TEDEX GEORGIA”-ს წარმომადგენლებმა მიმართეს.

კომპანიის წარმომადგენლის განცხადებით, სამხარეო სამმართველოს პოზიცია უსამართლოა, ხოლო მათ მიერ შეთავაზებულ ძრავის ზეთები ყველანარი სტანდარტებს აკმაყოფილებს.

ასევე, ირკვევა, რომ სახარეო პოლიცია ითხოვს იმ ზეთს, რომელიც სპეციალურად მზადდება.

საქმე იმაშია, რომ 2017 წლის 23 ოქტომბერს, სამხარეო სამმართველოს კომისიამ ორი კომპანიის ,,,, -სა და ,,ჯმ"-ის ზეთები დაიწუნა. პირველი მათგანის ზეთში პოლიციამ აალების ტემპერატურა დაიწუნა, ხოლო ,,ჯმ"-ის პროდუქტს არ გააჩნია ცივი დაძვრის შესაძლებლობა, ბიოსაწვავთან თავსებადობის უნარი და სიმკვრივე, ნაცვლად 15 გრადუსია, აღნიშნული აქვთ 20 გრადუსი.

აქედან გამომდინარე, სამხარეო პოლიციის კომისიამ არჩევანი ,,ჯი ემ თი გრუპის" ზეთზე შეაჩერა.

ამ გადაწყვეტილებას, როგორც აღვნიშნეთ, არ ეთანხმება TEDEX GEORGIA”-ს წარმომადგენელი:

,,ის რომ მომწოდებლის ვებგვერდზე არ იძებნება მოთხოვნილი ძრავის ზეთი. შემოთავაზებულ პროდუქტზე არ იყო მოთხოვნა სატენდერო კომისიის მიერ, მომწოდებლის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება. რადგან პროდუქტი არ წარმოადგენს სერიულ ნაწარმს და მზადდება სპეციალური შეკვეთით ტენდერისთვის, თუმცა თუ დამატებით შსს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის სატენდერო კომისია მოგვთხოვს აღნიშნული პროდუქტის ვებგვერდზე განთავსებას,მწარმოებელი მზადაა უზრუნველყოს ამ პროდუქტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსება." - აღნიშნავს TEDEX GEORGIA”-ს წარმომადგენელი.

ძრავის ზეთებთან დაკავშირებით, დავა უახლოეს დღეებში განიხილება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები