ახალი ამბები
გორში ანზორ ქიბროწაშვილის სახელობის საერთაშორისო ტურნირი გაიმართება
გორში, 28-29 ოქტომბერს, სახელოვანი ფალავნის ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნის მემორიალური ტურნირი ძიუდოში გაიმართება. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს სპორტული სკოლების გაერთიანების ცენტრიდან აცნობეს.

სკოლების გაერთიანების ცენტრის პრეს-სამსახურის ცნობით, ტურნირი გურამ პაპიტაშვილის სახელობის ჭიდაობის კომპლექსურ სკოლაში ჩატარდება.

,,სახელოვანი გორელი ფალავანის ანზორ ქიბროწაშვილის ხსოვნის მემორიალური საერთაშორისო ტურნირი ძიუდოში ჭაბუკებს შორის ყოველ წელს ტარდება. შეჯიბრებაში ამჯერადაც მიიღებენ მონაწილეობას ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონის ძიუდოს სკოლათა გუნდები, აგრეთვე გუნდები სომხეთიდან და აზერბაიჯანიდან." - აღნიშნავს პრეს-სამსახურის წარმომადგენელი.

ანზორ ქიბროწაშვილი დაიბადა 1939 წლის 25 ოქტომბერს ახმეტაში. 

1969 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. ძერჟინსკი; სამბო
1969 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ოსტენდიძიუდო
1968 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლოზანაძიუდო
1967 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. რომი; ძიუდო
1967 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. რომი;ძიუდო
1966 - პირველი და მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ლუქსემბურგი;ძიუდო
1966 - პირველი ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი;სამბო
1965 - მეორე ადგილი, მსოფლიო ჩემპიონატი. რიო - დე - ჟანეირო; ძიუდო
1965 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. მადრიდი; ძიუდო
1963 - მეორე ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ჟენევა;ძიუდო
1963 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ჟენევა;ძიუდო
1963 - მეორე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. კიევი;სამბო
1962 - პირველი ადგილი, ევროპის ჩემპიონატი. ესენი; ძიუდო
1961 - მესამე ადგილი, სსრკ ჩემპიონატი. თბილისი; სამბო
Print

სტატიის გამოყენების პირობები