ახალი ამბები
კასპის სოფელ ხვითთან ორი მოქალაქე რუსეთის სამხედროებმა დააკავეს
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ხვითის ტყიდან, ორი მოქალაქე რუსეთის მესაზღვრეებმა დააკავეს. შემთხვევა 29 ოქტომბერს მოხდა.

ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს გამგებლის წარმომადგენელმა კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ ოკამის ტერიტორიული ორგანოში კობა ჩიტაშვილმა განუცხადა. სოფელი ქვითი ლამისყანის თემს ეკუთვნის, თუმცა მოქალაქეები ოკამელები არიან.

მიი თქმით, დაკავებულია 1974 წელს დაბადებული ჯონი თათარაშვილი და 1997 წელს დაბადებულიგირგი შუკაკიძე.

,,ჩემი ინფორმაციით, ისინი ცხინვალში გადაიყვანეს. ორივე მათგანი სოფელ ოკამში ცხოვრობს და შეშის მოსატანად იმყოფებოდნენ ხვითის ტყეში. ერთერთმა დაკავებულმა ოჯახის წევრებს შეატყობინა, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე ხვითის ტყეში დააკავეს და სთხოვა ჯარიმის თანხის მიწოდება’’ - გვითხრა კობა ჩიტიშვილმა.

ქართულმა პოლიციამ ხვითის ტყეში დაკავებულების კუთვნილი ნივის მარკის ავტომობილი საქართველოს ტერიტოიაზე უკვე გადმოიყვანა.

,, დაკავებულებს სავარაუდოთ დღს გამოუშვებენ’’-განაცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრთან საუბარში ჩიტაშვილმა .

Print

სტატიის გამოყენების პირობები