ახალი ამბები
ნარკოლოგიურ ცენტრებში გადაყვანილ პირთა დიდ ნაწილს მოხმარების ფაქტი არ უდგინდება
დღეს გორში, ნარკოპოლიტიკის შესახებ, პარლამენტში 5 დეპუტატის მიერ ინიცირებული კანონპროექტი განიხილეს. ამის თაობაზე გორის დემოკრატიის ჩართულობის ცენტრში, ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC) წარმომადგენლებმა, შიდა ქართლში მცხოვრები ბენეფიციარებისთვის და მათი ოჯახის წევრებისათვის, შეხვედრა გამართეს.

კანონპროექტი მიზნად ისახავს იმ გარემოებას, რომ სადამსჯელო, მკაცრი და რეპრესიულ ნარკოპოლიტიკიდან, სახელმწიფო გადავიდეს ზრუნვის და დახმარების პოლიტიკაზე.

ამ კანანპროექტის თანახმად ცვლილებები ბევრი მიმართულებით შედის, როგორც სისხლი სამართლის კანონმდებლობაში, ისე სხვა დამხმარე ნორმატიულ აქტებში. ის ითვალისწინებს მნიშვნელოვანი სერვისებისა და პრევენციული ღნისძიებების სისტემის განვითარებას ქვეყანაში.

,,რეგიონების მიხედვით სტატისტიკა არ გვაქვს, თუმცა იგივე სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ამ კანონპროექტს უდევს საფუძვლად, ძალიან კარგად გამოკვეთავს, რომ მკაცრი ნარკოპოლიტიკის მიუხედავად, მუდმივად მძიმდება ვითარება. კერძოდ, იზრდება პრობლემური მომხმარებლების რაოდენობა. ამავდროულად, არ არის საკმარისი ჯანდაცვისა და რიაბილიტაციის პროგრამები. საერთოდ არ მუშაობს პრევენციის სისტემ." - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა გურამ იმნაძემ.

მისი თქმით, ნარკოლოგიურ შემოწმების მიზნით, იძულებით გადაყვანის რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, ხშირია, თუმცა საერთო წილი იმ ადამიანების, რომლებსაც დაუდგინდათ ამ პროცედურებით მოხმარების ფაქტი, არის ძალიან დაბალი. ამიტომ, მომხსენებლის აზრით, ეს პროცედურები საჭიროებს გადახედვას.

,,მნიშვნელოვანია, რომ ნარკოტიკის მომხმარებლებს სახელმწიფო აღარ დევნიდეს და შეძლოს ამ ადამიანების დაბრუნება საზოგადოებაში ისე, რომ ამ ადამიანებს არ ეშინოდეთ საკუთარ პრობლემებზე მუშაობა ან/და საკუთარი პრობლემების აღიარება. დეკრიმინალიზაცია არის ერთერთი მთავარი გზა, როდესაც ბენეფიციარებს უფრო თამამად შეეძლებათ სახელმწიფოს მიერ შეთავაზებულ სერვისებში ჩართვა." - აღნიშნავს გურამ იმნაძე.

იგი განმარტავს, რომ ნარკოტიკის მომხმარებლების მიმართ კვლავაც არსებობს სოციალური სტიგმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები