ახალი ამბები
გორელი გოდერძი ძებისაშვილი ონის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია
18-წლის გოდერძი ძებისაშვილი, 55 კგ წონით კატეგორიაში, ონის საერთაშორისო ტურნირის გამარჯვებულია. თავისუფალი სტილით მოჭიდავემ, ახალგაზრდებს შორის, საპრიზო ადგილი დაიკავა.

ნუგზარ სხირელის სახელობის საჭიდაო სკოლის ფალავანი სპორტში 2009 წლიდან ჩაერთო. ის 27-29 ოქტომბერს, ონში, დავით გობეჯიშვილის (მსოფლიოს ორგზის და სეულის ოლიმპიური თამაშების ჩემპიონის) სახელობის ტურნირზე იყო მიწვეული. მწვრთნელი - არკადი ხინჩიკაშვილია.

ამ ტურნირზე საქართველოს რეგიონების გარდა, მონაწილეობა სომხეთის და აზერბაიჯანის გუნდებმაც მიიღეს. გორის მერიის სპორტული სკოლების გაერთიანების პრეს-სამსახურის ცნობით, ჯამში 150-მდე სპორტსმენმა იასპარეზა.

ჩემპიონ-პრიზიორები 10 წონით კატეგორიაში გამოვლინდნენ, ყველაზე მეტი 6 გამარჯვებული საქართველოს ნაკრებს ჰყავს, სომხეთმა 1 ოქროს და 2 ბრინჯაოს მედალი, ხოლო აზერბაიჯანმა - 1 ოქროს მედალი მოიპოვა.

ამავე ტურნირზე ბრინჯაოს მედალი კიდევ ერთმა გორელმა მოჭიდავემ – შოთა ჩოჩიშვილის სახელობის სასპორტო სკოლის თავისუფალი ჭიდაობის სექციის წარმომადგენელმა ამირან ვახტანგაშვილმა (61 კგ) დაიკავა.

ორივე მოჭიდავე გორის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლების გაერთიანების სასპორტო სკოლების წარმომადგენელია.



გუნდურ ჩათვლაში პირველი ადგილი თბილისის გუნდმა დაიკავა, მეორეზე ქუთაისი გავიდა, მესამეზე აჭარის ნაკრებია. ჭიდაობის ფედერაციის ცნობით, ტურნირს ესწრებოდნენ საქართველოს ჭიდაობის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე, ოლიმპიური კომიტეტის ვიცე-პრეზიდენტი ელგუჯა ბერიშვილი და ვეტარანი ქართველი მოჭიდავეები.


დავით გობეჯიშვილის სახელობის ტურნირის შედეგები

50 კგ
1. მანველ ხაჩატურიანი (სომხ.)
2. გოდერძი ოსანაძე (აჭარა)
3. გუგა შეშელიძე (აჭარა) და დავით გელაშვილი (ხარაგ.) 

55 კგ
1. გოდერძი ძებისაშვილი (გორი)
2. გიორგი ნიშნიანიძე (ქუთაისი)
3. აკაკი ქემერტელიძე (საჩხერე) და გიორგი ღონიაშვილი (თბილისი)

60 კგ
1. ელმარი კაზინოვი (აზერ.)
2. თორნიკე ქათამაძე (აჭარა)
3. ამირან ვახტანგიშვილი (გორი) და არტიომ აზარიანი (სომხ.)

66კგ
1. დანიელ მარქარაშვილი (კასპი)
2. მამაუკა ჩაჩუა (თბილისი)
3. ოთარ ძაგუა (საჩხ.) და ფარცახ სარქისიანი (სომხ.)

74 კგ.
1. გოგოა მამიაური (თბილისი ო.მ.ც.)
2. ერსემი შველიძე (ხარაგ.)
3. ალეკო ლომიძე (ხაშური) და გიორგი ჭელიძე (ქუთაისი)

84 კგ
1. დემურ მეგენეიშვილი (სამტრ.)
2. მირიან მაისურაძე (ონი ო.მ.ც.)
3. გიორგი ჯიქია (სამტრ.) და ჯემალ ჯაბიძე (ქუთაისი)

96 კგ
1. ბექა ჭელიძე (თბილისი)
2. ბექა ნადაშვილი (გურჯაანი ო.მ.ც)
3. ჯაბა მაისურაძე (თბილისი) და ლევანი ლომთაძე (ამბროლ. ო.მ.ც.)

120 კგ.
1.ალექსი ჟორჟოლიანი (ქუთ.)
2. გიორგი შამათავა (თბილ.)
3. ელგუჯა ბალანჩივაძე (სამტრ.) და ზაურ ტაბატაძე (თბილ.)
Print

სტატიის გამოყენების პირობები