კვლევის დროს 2014 წლის მაისი-ივნისის თვეებში სულ გამოიკითხა 1,000 საქართველოს მოქალაქე, რომელთა 69% თვლის რომ ევროკავშირი ქვეყნის მნიშვნელვანი პარტნიორია. გამოკითხულთ 56% დარწმუნებულია, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობა საერთო ფასეულობებზე არის დაფუძნებული. 56% კი მიაჩნია, რომ ევროკავშირი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის გარანტია.
აღსანიშნავია, რომ გამოკითხულთა 40% ევროკავშირის მიმართ პოზიტიურად არის განწყობილი, 48% - ნეიტრალურად, ხოლო 9% - უარყოფითად.
გამოკითხულთა უმრავლესობა (68%) თვლის, რომ ევროკავშირს საქართველოსთან კარგი ურთიერთობა აქვს, მხოლოდ 16% საპირისპიროს ფიქრობს.
გამოკითხვის შედეგად დასტურდება, რომ საქართველოს მოქალაქეები ნდობით არიან განწყობილები საერთაშორისო ინსტიტუტების მიმართ. გამოკითხულთა 61% ენდობა ევროკავშირის, 59% ნატოს და 54% გაეროს.
გასულ წლის გამოკითხვის შედეგებთან შედარებით, გამოკითხულთა 69% (რაც 3%-ით მეტია წინა წელთან შედარებით) უკმაყოფილოა ცხოვრების დონით, თუმცა შედარებით უფრო ახალგაზრდა და განათლებული რესპოდენტების პასუხები გაცილებით უფრო პოზიტიურია.
გამოკითხულთა 42% მიიჩნევს, რომ ევროკავშირის შესახებ საკმარისი ინფორმაცია ვრცელდება, 47% თვლის რომ გავრცელებული ინფორმაცია გასაგებად არის მოწოდებული.
წყარო და სრული ტექსტი ინგლისურად: http://www.enpi-info.eu/maineast.php?id_type=1&id=38355&lang_id=450&utm_source=Oempro&utm_medium=Email&utm_content=Subscriber%23416&utm_campaign=
Georgians%20positive%20about%20their%20country%E2%80%99s%20ties%20with%20the%20EU%20but%20deeply%
20pessimistic%20about%20the%20future
სტატიის გამოყენების პირობები