ჩეჩნეთის ლიდერი რამზან კადიროვი რუსეთის მთავრობას საბჭოთა
ლიდერების: ლენინის ნეშტის დაკრძალვას, საქართველოში სტალინის
გადასვენებას და ნიკიტა ხრუჩშოვის უკვდავსაყოფად ღონისძიებების
გატარებას სთხოვს.
ამის შესახებ მან სააგენტო
ინტერფაქსთან ისაუბრა.
ის ნიკიტა ხრუშჩოვის მადლიერია დეპორტირებული მოსახლეობის უკან
დაბრუნების გამო.
კადიროვი აცხადებს, რომ საქართველოში სტალინის ნეშტის გადასვენებით,
რუსეთის მოსახლეობა ამოისუნთქებს, ხოლო მავზოლეუმში შენახული ლენინის
ნეშტი აუცილებლად უნდა დაიკრძალოს.
სტალინის ბრძანებით, 1944 წლის 23 თებერვალს ჩეჩნები და ინგუშები
აზიაში და ციმბირში გადაასახლეს, ხოლო ავტონომიები გააუქმეს. 13 წლის
შემდეგ, 1957 წელს, საბჭოთა კავშირის ახალმა ლიდერმა ნიკიტა ხრუშჩოვა
ისინი უკან დააბრუნა და ავტონომია აღუდგინა.
სტატიის გამოყენების პირობები