ახალი ამბები
გორის მერიაში სამსახურების ხელმძღვანელების კანდიდატებს თბილისში ათანხმებენ
გორის მერიში სამსახურების ხელმძღვანელების პოსტები კვლავ ვაკანტურია. უფლებამოსილება შეწყვეტილი აქვთ მთავარ, უფროს და რიგით სპეციალისტებს. ერთი კვირაა სამუშაო პროცესი გაჩერებულია.

დღეის მდგომარეობით, უფლებამოსილება, მხოლოდ, მერს და მის სამ მოადგილეს აქვს. გორის მერი კოტე თავზარაშვილი ამბობს, რომ სამსახურების ხელმძღვანელებს თბილისში ათანხმებს. 

,,ჩვენ უკვე მივიღეთ თბილისიდან სიები და დღეს უკვე მოხდება სამსახურების დაკომპლექტება. ამ დრომდე ფიზიკურად ვერ იმუშავებდა ვერავინ, რადგან მოხდა ყველა თანამშრომლის გათავისუფლება. მოგეხსენებათ, რომ ქალაქისა და თემის მუნიციპალიტეტები გაერთიანდა და, შესაბამისად, კადრების დანიშვნა ხელახლა ხდება. დღის ბოლომდე ცნობილი იქნება სამსახურების წარმომადგენელთა ვინაობა“ - განაცხადა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები