ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტში პოეტ ჯემალ ინჯიას კაბინეტი გაიხსნა
21 ნოემბერს გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ორგანიზებით  გორელი პოეტის, ჯემალ ინჯიას საიუბილეო საღამო გაიმართა. ჯემალ ინჯიას 80 წელი შეუსრულდა.

მის საპატივსაცემოდ უნივერსიტეტში კაბინეტი გაიხსნა. მინიჭებული აქვს გალაკტიონ ტაბიძისა და ფრიდონ ხალვაშის პრემიები, დაჯილდოვებულია ღირსების ორდენით, არის გორის საპატიო მოქალაქე. გამოქვეყნებული აქვს 30-ზე მეტი წიგნი.

,,მისმა ლექსებმა თავიდანვე მიიპყრო მკითხველებისა და ლიტერატურული კრიტიკის ყურადღება ორიგინალური და თამამი ძიებებით. პოეტმა თარგმნა კამოეშის სონეტები და პოემა " ლუზიადები", ედგარ პოს "ყორანი" სერგეი ესენინის, ვლადიმირ მაიაკოვსკის, ალექსანდრ ბლოკის, ლიტველი, უკრაინელი და ოსი პოეტების ლექსები." - განაცხადა გორის უნივერსიტეტის რექტორმა გიორგი სოსიაშვილმა.

ჯემალ ინჯიას ლექსები თარგმნილია ცხრა ენაზე. საღამო გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის პირველ სასწავლო კორპუსში, იაკობ გოგებაშვილის სახელობის სხდომათა დარბაზში გაიმართა.

Print

სტატიის გამოყენების პირობები