გუშინ საღამოს გორში განათების ბოძს ავტომანქანა შეეჯახა. შეჯახების
შემდეგ ბეტონის ბოძი წაიქცა და მანქანას დაეცა.
შემთხვევის შედეგად არავინ
დაშავებულა. შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით,
ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა, თუმცა რა
მუხლით, უცნობია.
ჩვენს კითხვაზე, იყო თუ არა ავტომანქანის მძღოლი არაფხიზელ
მდგომარეობაში, შსს-ში კომენტარს არ აკეთებენ.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, ყიფიანის ქუჩაზე, ელექტროენერგიის
მიწოდება შეწყვიტეს.

სტატიის გამოყენების პირობები