დღეს, საღამოს, სტალინის გამზირის დასაწყისში, ოპელის მარკის
ავტომობილი ,,ფორტის" სატვირთო მანქანას შეეჯახა. ავარიის დროს არავინ
დაშავდა.
შეჯახება იმდენად ძლიერი იყო, რომ მსუბუქი ავტომანქანის წინა მხარე
თითქმის მთლიანად დეფორმირებულია. ,,ფორდის" მიკროსატვირთო მანქანას
კი, მარჯვენა მხარე დაუზიანდა.
საპატრულო პოლიციის ორმა ეკიპაჟმა ახსნა-განმარტებები მძღოლებს
ცალ-ცალკე ჩამოართვა.
,,ოპელი" მოძრაობდა სადგურის მხრიდან, რომელიც მტკვრის ხიდზე გადავლის
შემდეგ, ,,ფორდს" შეეჯახა. ,,ფორდის" მძღოლი ამ დროს მარცხენა მხარეს
უხვევდა.
,,ოპელის" მძღოლმა პოლიციას განუცხადა, რომ ის თავის გზაზე მოძრაობდა.
,,ფორდის" მძღოლი კი, უმტკიცებდა პატრულს, რომ ,,ოპელი" სწრაფად
მოძრაობდა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეს-სამსახურის ცნობით, ადმინისტრაციული
სამართალდარღვევის ოქმი მხოლოდ ერთ-ერთი ავტომანქანის მძღოლს
შეუდგინეს.
სტატიის გამოყენების პირობები