ახალი ამბები
ახალგაზრდების მონაწილეობით გორში კონფერენცია თემაზე ,,კარგი მმართველობა" გაიმართა
2017 წლის 1 - 2 დეკემბერს გორში კონფერენცია თემაზე ,,კარგი მმართველობა - გორის კონფერენცია 2017" გაიმართა.

შეხვედრას ორგანიზება შვედეთის ინსტიტუტთან თანამშრომლობით, „ევროპულ-ქართული ინსტიტუტისა“ და "ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის" წარმომადგენლებმა გაუწიეს.

კონფერენციაზე მომხსენებლებმა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა, კარგი მმართველობის პრიცნიპები და ამ პრინციპების იმპლემენტაციისთვის საჭირო გზები განიხილეს.

,,კონფერენცია „კარგი მმართველობა“ არის პირველი პლატფორმა, სადაც ერთი მიზნისთვის გაერთიანდებიან და იმუშავებენ როგორც ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციები და სტრუქტურები, აგრეთვე ახალგაზრდულ საინიციატივო ჯგუფები." - განაცხადა ევროპელ ინიციატორთა ასოციაციის" ხელმძღვანელი მორის გიგაური.

მისი თქმით, აღნიშნული ღონისძიება მონაწილეებს აძლევს უნიკალურ შესაძლებლობას, ჩართულობის გზით, ხელი შუწყონ სამოქალაქო ჯგუფების გაძლიერებასა და თამაშრომლობის გაძლიერებას ზემოხსენებულ ჯგუფებსა და ადგილობრივ თვითმმართველობას შორის.

Print

სტატიის გამოყენების პირობები