ახალი ამბები
კიევში მიხეილ სააკაშვილი მისმა მომხრეებმა პოლიციის მანქანიდან გაათავისუფლეს
კიევში მიხეილ სააკაშვილი, მისმა მომხრეებმა იმ მიკროავტობუსიდან გადმოიყვანეს, რომელშიც უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლებს დაკავებული ჰყავდათ.

უკრაინის მედიის ცნობით, ფაქტი ევროპის მოედანზე მოხდა. სამართალდამცავებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი და ოდესის ყოფილი გუბერნატორი დღეს დილით საკუთარ სახლში დააკავეს.

სააკაშვილის მხარდამჭერებმა პოლიციის მანქანებს გადაადგილების საშუალება არ მისცეს, რაც საბოლოოდ მის გათავისუფლებით დასრულდა.

უკრაინის გენპროკურორის, იური ლუცენკოს თქმით, სააკაშვილის საპროტესტო აქციების მიზანი ხელისუფლების დამხობა იყო და მისი გუნდი ფინანსებოდა უკრაინის ყოფილი პრეზიდენტის, იანუკოვიჩის წარმომადგენლების მიერ. უკრაინელი სამართალდამცავების ცნობით, მიხეილ სააკაშვილს ნახევარი მილიონი აშშ დოლარი გადასცა რუსულმა მხარემ.


Print

სტატიის გამოყენების პირობები