ახალი ამბები
გორის სკოლა ,,ეისი" ორი წლისაა
სკოლას ,,ეისი", რომელმაც ფუნქციონირება 29 მოსწავლითა და 32 მასწავლებლით დაიწყო, დღეს 2 წელი შეუსრულდა. ამჟამად, სასწავლებელში 120 მოსწავლე ირიცხება. სკოლის წარმომადგენლებმა, მიღწეული წარმატების აღსანიშნავად, დღეს საზეიმო ღონისძიება გამართეს.

საახალწლო ზღაპარი სკოლის დაწყებითი კლასის მოსწავლეებმა დადგეს. ღონისძიებაში სკოლის შემოქმედებითი ჯგუფების მოცეკვავეებმა და მომღერლებმაც მიიღეს მონაწილეობა. სკოლის ხელმძღვანელი მარიკა ტლაშაძე დარწმუნებულია, რომ ,,ეისთან" ერთად, წლებს მრავალი თაობა გაატარებს.


Print

სტატიის გამოყენების პირობები