16-დღიანი საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში, ევროკავშირის
სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლები შშმ პირთათვის გათვალისწინებულ
სკოლას ესტუმრნენ. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს
მისიის პრეს-სამსახურიდან აცნობეს.
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ცნობით, მისიის წევრებმა
მოსწავლეებთან განათლებასა და მის მნიშვნელობაზე ისაუბრებს: ,,ყველა
შევთანხმდით, რომ მშვენიერია სკოლაში გაკვეთილებზე დასწრების
შესაძლებლობა" - აღნიშნავს პრეს-სამსახური.
16-დღიანი კამპანია 25 ნოემბერს დაიწყო, რომელიც ქალთა და გოგონათა
მიმართ ძალადობის წინააღმდეგაა მიმართული. ამ აქციას ასევე ,,თეთრი
ლენტის" აქციას უწოდებენ.
,,ძალადობა ქალებისა და გოგონების მიმართ სამწუხაროდ მთელს მსოფლიოში
სერიოზულ პრობლემად რჩება - მაგრამ ჩვენ ყველას შეგვიძლია ამას
შევეწინააღმდეგოთ . სწორედ ამიტომ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
აქტიურად უჭერს მხარს გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 - დღიან
გლობალურ კამპანიას" - აღნიშნულია მისიის განცხადებაში.
"თეთრი ლენტის " კამპანია 25 ნოემბრიდან ( ქალთა და გოგონათა მიმართ
ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღე ) დაიწყო 10 დეკემბრამდე (
ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დღე) გრძელდება.
წელს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის კამპანიის თემაა:
"აქტივიზმის 16 დღე: განათლება ყველასთვის უსაფრთხო გავხადოთ".
განათლება საერთაშორისოდ აღიარებულია, როგორც სიღარიბის აღმოფხვრის,
ადამიანის უფლებათა შესახებ ცნობიერების ამაღლების, დისკრიმინაციის
წინააღმდეგ ბრძოლის წინაპირობა და ამით ქალებისა და გოგონების
გაძლიერება - ყველაფერი ევროკავშირის ძირითად ღირებულებებს
შეესაბამება.
თეთრი ლენტები გენდერული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისოდ
აღიარებული სიმბოლო გახდა. თეთრი ლენტის ტარება იმის პირობაა, რომ
ადამიანი არასოდეს ჩაიდენს ქალებისა და გოგონების წინააღმდეგ
ძალადობას, ხელს არ შეუწყობს მსგავს ქმედებას და თვალს არ დახუჭავს
მასზე - სწორედ ამიტომ, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის
თანამშრომლები ლენტს ატარებენ.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლები თბილისის ,
ზუგდიდის , გორის და მცხეთის ოფისებიდან კამპანიის მხარდასაჭერად
სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებას ახორციელებენ, მაგალითად,
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლები ხელს უწყობენ
ღონისძიებებს სკოლებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ასევე
მართავს განხილვებს კონფლიქტის შედეგად დაზარალებულ მამაკაცებსა და
ქალებთან, არასამთავრობო ორგანიზაციებთან, პოლიციასთან, სამხედროებთან
და გორის უნივერსიტეტის სტუდენტებთან.
სტატიის გამოყენების პირობები