ახალი ამბები
გორის მერიაში 9 ,,ააიპი" ერთ სააგენტოს დაექვემდებარა
გორის მერიაში 9 საბიუჯეტო ორგანიზაცია გაერთიანდა და ,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს" დაექვემდებარა. ამის შესახებ გადაწყვეტილება საკრებულოს უმრავლესობამ, 8 დეკემბერს მიიღო.

განკარგულების მიხედვით, საკრებულოსა და მერიას, 9 ორგანიზაციის ლიკვიდაციის თაობაზე, რჩევა „გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ დაფუძნებული ა(ა)იპების გაერთიანების საჭიროების შემსწავლელი სამუშაო ჯგუფმა" მისცა.

ამ ეტაპზე უცნობია სააგენტოს დირექტორის კანდიდატის ვინაობა, გორის მერმა ის 30 დეკემბრამდე უნდა წარადგინოს.

,,კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს" დაექვემდებარა შემდეგი ორგანიზაციები:

1. „თვითმმართველი ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის სერგი მაკალათიას სახელობის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი“

2. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მერიის ახალგაზრდობისა და კულტურის განვითარების ცენტრი“,

3. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის ცენტრალური ბიბლიოთეკა“

4. „ქალაქ გორის მუნიციპალიტეტის მწიგნობარი“

5. „გორის მუნიციპალიტეტის ფოლკლორული ანსამბლი მაჩაბელა“

6. „გორის მუნიციპალიტეტის მოსწავლე-ახალგაზრდობის კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი“

7. „გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრი“

8. „გორის მუნიციპალიტეტის მემორიალური მუზეუმი“

9. „თვითმმართველი თემი გორის მუნიციპალიტეტის სკოლის გარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების გაერთიანება“.

ამ ცხრა ორგანიზაციის ყოფილ ხელმძღვანელებს შორის, ერთ-ერთი მათგანი ახალი სააგენტოს დირექტორად დაინიშნება.

ფოტოზე: რობერტ მაღლაკელიძე, ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი, თამაზ მაყაშვილი, ტურიზმის ცენტრის წარმომადგენელი
Print

სტატიის გამოყენების პირობები