ახალი ამბები
ერგნეთის ომის მუზეუმში ,,ეკვილიბრიუმის" ბიბლიოთეკას მოაწყობენ
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ ერგნეთში წიგნები ჩაიტანეს. ომის მუზეუმში შეკრებილ ბავშვებს ეროვნული ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი გიორგი კეკელიძე და ორგანიზაცია ,,ეკვილიბრიუმის“ წარმომადგენლები შეხვდნენ. ომის მუზეუმში შეხვედრას ორგანიზება მისმა ხელმძღვანელმა ლია ჩლაჩიძემ უზრუნველყო.

,,ძალიან ახლოს ვიყავით მისული გამყოფ ზოლამდე. ამ ბავშვებმა ბევრი რამ გადაიტანეს და ისეთი ისტორიები მოვისმინეთ, რაც, ნამდვილად, არ ვიცოდი და საკმაოდ რთული მოსასმენი იყო. რაც სურდათ, ის წიგნები დავტოვეთ, მაგრამ მაინც იმ შეგრძნებით წამოვედი, რომ მეტი შეიძლება გაკეთდეს. ერთი, - აუცილებლად ბიბლიოთეკაში ვუმასპინძლებთ.“ - განაცხადა მუზეუმის წარმომადგენელმა მარიამ კალანდაძე.

გადაწყდა, რომ ,,ომის მუზეუმში“ ბიბლიოთეკას ,,ეკვილიბრიუმი“ მოაწყობენ.

,,ამ ბავშვებიდან ზოგი ომის დროს დაიბადა, ზოგი ოდნავ ადრე და ზოგიც სკოლაში სწავლობდა. ახლა აქ თოვლია, მკაცრი ზამთარი, მაგრამ მათი თვალები უფრო სხვა და მკაცრ ზამთრებს ირეკლავს. ჰოდა, ლია ჩლაჩიძემ აქ სასაწული მოახდინა – ომის მუზეუმი და სივრცე, სადაც #ეკვილიბრიუმი ბიბლიოთეკას მოაწყობს. დღეს უკვე ჩავიტანეთ წიგნები, ჩავიტანთ ხვალაც და ზეგაც.“ - აღნიშნა ეროვნული მუზეუმის ხელმძღვანელმა.

ეკვილიბრიუმის მიზანია თბილისსა და რეგიონებში მოეწყოს სივრცე #ოთახი, რომელშიც თავმოყრილი იქნება ადგილობრივებისათვის საჭირო ყველა ინსტრუმენტი ცოდნის, განათლების, განვითარების ხელშეწყობის მიზნით.






Print

სტატიის გამოყენების პირობები