ახალი ამბები
ქარელში 90 ბენეფიციარისთვის უფასო სასადილო გაიხსნება
ქარელის მერია მიუსაფარ და მზრუნველობამოკლებულ ბენეფიციართათვის უფასო სასადილოს იქირავებს. ამის შესახებ ინფორმაციას მერიის ადმინისტრაცია ავრცელებს.

სოციალური სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, 363 დღის მანძილზე, ბენეფიციარები სხვადასხვა საკვებით იქნებიან უზრუნველყოფილნი, ხოლო სადღესასწაულო დღეებზე დამატებით საჩუქრებს მიიღებენ.

ჯამში, ადგილობრივმა მუნიციპალიტეტმა 60 ათასი ლარი გამოყო. მიუსაფარი ადამიანებისთვის სასადილოს ტენდერში გამარჯვებული კომპანია გახსნის, რომელიც ვალდებულია შესაბამისი ფართი თავად მოძებნოს.

ამავე დროს, ახალი სასადილოს მეპატრონემ ფართის შერჩევისას სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ დაწესებული სტანდარტები უნდა გაითვალისწინოს.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები