მეჯვრისხევის, ახალუბნის, კვარხეთის, მეღვრეკისის და ხურვალეთის გზების პროექტირება იწყება
გორის მერია სოფლების: მეჯვრისხევი-კვარხეთის, მეჯვრისხევი-ახალუბნის,
მეღვრეკისის და ხურვალეთის გზების მოასფალტებისთვის, შესაბამისი
პროექტების მომზადებას იწყებს. ამისათვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 10
ათასი ლარი დაიხარჯება.
მერიის ადმინისტრაციის ცნობით, საპროექტო ორგანიზაცია
ვალდებული იქნება, პროექტის შედგენისას, მაქსიმალურად შეასრულოს
სხვადასხვა მოთხოვნები.
კერძოდ, საპროექტო ორგანიზაცია ადგილზე დაათვალიერებს სამშენებლო
ობიექტს; მხოლოდ, რუკის მეშვეობით არ შეადგინოს ნახაზები და ა.შ.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ პროექტებს ხარვეზები აქვს, რადგან მშენებელ
კომპანიას მუშაობის დაწყებისას ადგილზე სხვადასხვა პრობლემები
ხვდება.
რაც შეეხება გზებს, მეჯვრისხევის - კვარხეთში მისასვლელი გზის სიგრძეა
დაახლოებით 2000 გრძ/მ; . სოფელ მეჯვრისხევი-ახალუბნის
დამაკავშირებელი გზა - დაახლოებით 1800 გრძ/მ. სოფელ მეღვრეკისში
მისასვლელი გზა - დაახლოებით 2000 გრძ/მ-ია; სოფელ ხურვალეთის გზა -
დაახლოებით 900 გრძ/მ.
სტატიის გამოყენების პირობები