ახალი ამბები
ავტობანზე მსუბუქი ავტომანქანა გზიდან გადავარდა
იგოეთი-ოკამის მონაკვეთზე მსუბუქი ავტომანქანა გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა. მძღოლი არ დაშავებულა. ის დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობდა.

ადგილზე საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი გამოცხადა. მანქანის მძღოლს სამედიცინო დახამრება არ დაჭირდა. მისი თქმით, საჭე გზის იმ მონაკვეთზე ვერ დაიმორჩილა, სადაც ასფალტის საფარი დეფორმირებულია.

იგოეთი-ოკამის მონაკვეთზე, დასავლეთიდან აღმოსავლეთის მიმართულებით, გზა მოასფლატებულია. დანარჩენი ნაწილი ბეტონისაა. ასფალტმა სატვირთო ავტომანქანების მოძრაობას, მარჯვენა ზოლში, ვერ გაუძლო. განსაკუთრებით, კასპიცემენტის მანქანებს.

,,ჩვეულებრივ, დაშვებული სიჩქარით, მარჯვენა ზოლში ვმოძრაობდი. გზა იმდენად დაზიანებულია, რომ საჭე ვეღარ დავიმორჩილე", - განუცხადა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მანქანის მფლობელმა.  

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები