ახალი ამბები
გორში კორპუსის სადარბაზოში ქალს სცემეს
წუხელ, გორში, ქალს მამაკაცი სადარბაზოში დახვდა და ფიზიკურად გაუსწორდა.

გორის შს სამმართველო, ძალადობის ფაქტზე, მამაკაცს ეძებს, რომლის ვინაობა ამ ეტაპზე მედიისთვის უცნობია. ყვირილზე საპატრულო პოლიცია გამოიძახეს.

ამ ეტაპზე დაკავებული არავინაა. ფაქტის შესახებ შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს შს სამინისტროში განუცხადეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით მიმდინარეობს. აღნიშნული მუხლი ძალადობას გულისხმობს.

შემთხვევა გორის ცენტრში მოხდა.

გამოყენებულია თემატური ფოტო
Print

სტატიის გამოყენების პირობები