ახალი ამბები
გორი-ხიდისთავის გზაზე ტექნიკური მარილი მანქანის გადავარდნის შემდეგ დაყარეს
გორი-ხიდისთავის დამაკავშირებელ გზაზე, სადაც ღამით ასფალტის საფარზე ყინული ჩნდება, ტექნიკური მარილი დაყარეს.

გზების მოვლა-შენახვის ტენდერში გამარჯვებულმა კომპანიამ ეს მას შემდეგ გააკეთა, რაც 18 დეკემბერს, ღამით, გორიდან მიმავალი მსუბუქი ავტომანქანა მოცურდა და ფერდობზე გადავიდა.

საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის განცხადებით, მძღოლი არ დაშავებულა, სამაგიეროდ, დაზიანდა მანქანა. ავტომანქანის მძღოლი სტუმრად მიდიოდა და მკვეთრ მოსახვევში მოყინული გზის შესახებ არ იცოდა.

სახიფათო მონაკვეთი გორის გასასვლელში, შპალსაჟღენთის ქარხანასთან, მთის ფერდობის ძირში მდებარეობს. საპატრულო პოლიციის ეკიპაჟის წევრებმა მძღოლი დააჯარიმეს, ხოლო ტექნიკური მარილი გათენებისას დააყრევინეს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები