ახალი ამბები
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი დაარიგეს
ხურვალეთის დევნილთა დასახლებაში საქველმოქმედო აქცია მოეწყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ერედვის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აცნობეს.

გამგეობის ადმინისტრაციის წარმომადგენლის ცნობით, აქცია საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II -ისა და საერთაშორისო საქველმოქმედო ფონდ "ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის" ინიციატივით შედგა.

,,დასახლებაში მცხოვრებ 135 ოჯახს აქციის ფარგლებში საკვები პროდუქტები და ტანსაცმელი გადაეცათ. ასევე, საახალწლო საჩუქრები გადაეცათ სოფელ ხურვალეთში არსებულ მოხუცთა თავშესაფარში მცხოვრებ პირებს." - აღნიშნავენ მუნიციპალიტეტში.

საპატრიარქოსა და ფონდის მიერ ინიცირებულ საქველმოქმედო აქციას ორგანიზება ერედვის მუნიციპალიტეტმა გაუწია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები