ახალი ამბები
ხელთუბნის სკოლიდან საავადმყოფოში 4 ბავშვი გადაიყვანეს
გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლის ოთხი მოსწავლე ინტოქსიკაციის ნიშნებით გორის ბავშვთა საავადმყოფოში მიიყვანეს.

ამათგან სამი უკვე სახლში დააბრუნეს. ამჯერად ერთ-ერთ მოსწავლე გადასხმას უკეთებენ და საღამოს ისიც სახლში დაბრუნდება.

სკოლის დირექტორის ფიქრია მუმლაძის თქმით, პანიკა შეიქმნა და საგანგაშო არაფერია.

,,ერთმა ბავშვმა თქვა, მუცელი მტკივაო, შემდეგ დანარჩენებმაც აიტკიეს. იძულებული გავხდით საავადმყოფოში წამოგვეყვანა'' -აცხადებს ფიქრია მუმლაძის.

მისი განცხადებით, ექიმებს ისიც კი არ დაუდგენიათ, რომ ადგილი აქვს ინტოქსიკაციას.

,,ბავშვმა თქვა, წყალს როცა ვსვამ, ასე მემართება ხოლმეო, თან თუ დილით  ნასაუზმევი არ არის'' განმარტავს დირექტორი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები