ახალი ამბები
გორიდან ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრში უფასო გამოკვლევებისთვის გაემგზავრნენ
2017 წლის 20 დეკემბერს ევექსის დიაგნოსტიკურ ცენტრი, ქალთა საინფორმაციო ცენტრი გორის მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან თანამშრომლობით,  აქციას "დაიცავით თქვენი სიცოცხლე ჩაიტარეთ სკრინინგი" მართავს.

გამოკვლევა ტარდება უახლესი ტექნოლოგიებით და პაციენტებს მოემსახურებიან მაღალკვალიფიციური ექიმები. აქცია " დაიცავით თქვენი სიცოცხლე ჩაიტარეთ სკრინინგი" მოიცავს შემდეგ უფასო გამოკვლევებს:

ძუძუს კიბოს სკრინინგი (40-70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში);  საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი(25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში);  მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი(50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის; პროსტატის კიბოს სკრინინგი (50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში) .

სკრინინგის პერიოდულად ჩატარება ამცირებს კიბოს განვითარების რისკს. კიბოს ადრეულ ეტაპზე აღმოჩენის შემთხვევაში სრული განკურნების შანსი აღემატება 90%-ს.ბოლო 40 წლის მანძილზე ჩატარებული სკრინინგის დახმარებით მსოფლიო სტატისტიკის მიხედვით კიბოს სიკვდილიანობის კოეფიციენტი შემცირდა.

პირველ ეტაპზე აქციით სარგებლებს მუნიციპალიტეტში მცხოვრები 30 ადამიანი სარგებლობს.
Print

სტატიის გამოყენების პირობები